სიახლეები
2 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე “ქართული შრომითი სამართლებლივი გარემო: არსებული პრობლემატიკა და მისი გადაჭრის გზები“
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები. კონფერენცია კითხვა - პასუხი რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამ სფეროთი დაინტერესებულმა პირებმა.
კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ საუკეთესო ნაშრომის ავტორები. პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, მარია შირინიანი და მაგდა გრიგოლია ნაშრომით „აუთსორსინგის სისტემა, ბიზნეს წარმატება თუ დასაქმებულთა ჩაგვრის ფორმა“. მათ გადაეცათ ფულადი ჯილდო 400 ლარის ოდენობით საქართველოს უნივერსიტეტისგან. ასევე დაჯილდოვდნენ მეორე ადგილის მფლობელებიც, მარიამ შავერდაშვილი და სალომე ფარცხალაძე ნაშრომით „ქალთა დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში“, რომლებსაც გადაეცათ ფულადი ჯილდო 200 ლარის ოდენობით. კონფერენციაში მონაწილე ყველა გამომსვლელს გადაეცა შესაბამისი სერთიფიკატი.